საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არ ვიცი, ამ ჭორის პერიოდულად გავრცელება ვის ინტერესშია ან ჩავთვალოთ, რომ არ ვიცი, მაგრამ, მორიგი დეზინფორმაციის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ განვმარტავ: შს მინისტრი თავის პოსტზე მუშაობას აგრძელებს!
ჩემი თხოვნაა, ნუ დაუჯერებთ იმ ადამიანებს, ვისაც სასურველი შესაძლებლად ეჩვენებათ ან ამას მიზანმიმართულად აკეთებენ..." - წერს პერტაია.