logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: კოალიციიდან გასულ პარტიებს ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ!
- +

6 აპრილი. 2016. 11:41


„ქართული ოცნების" წევრმა გოგლა ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში კოალიციიდან პარტიების გასვლის თაობაზე ისაუბრა.  მისი თქმით, კოალიციურ რეჟიმში მუშაობის დროს, ხშირ შემთხვევაში უკანა პლანზე იყო გადაწეული პარტიული ინტერესები.

 
დადგა ახალი რეალობა და უნდა მივიდეთ არჩევნებზე. ჩემი აზრით, პარტიებ, რომლებიც გავიდნენ კოალიციიდან, დამოუკიდებლად გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, მაგრამ შეიძლება დაჯგუფდნენ თავიანთ ორიენტაციების, მისწრაფებების მიხედვით და ისე გავიდნენ არჩევნებზე. ამ რეალობაში მართლაც შეიძლება კარგი პარლამენტი მივიღოთ. პარლამენტში შესული პოლიტიკური ძალები, თუ საჭირო იქნება, გავერთიანდებით უმრავლესობებში, უმცირესობებში, სხვადასხვა თემების გარშემო. ეს არის ნორმალური პროცესი. რაც შეეხება „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება სიები და ყველასთვის გახდება ცნობილი", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner