დიდ ბრიტანეთში, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით, 40 ათასი საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ამომრჩევლად 46,4 მილიონი ბრიტანელია დარეგისტრირებული. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 01:00 საათზე დაიხურება. საბოლოო შედეგები კი ხვალ დილისთვის იქნება ცნობილი.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მმართველი - კონსერვატიული პარტია ლიდერობს. პარტიას, რომელიც მანდატების ნახევარზე მეტს მიიღებს, მთავრობის ფორმირების უფლება მიენიჭება. საამისოდ კი, 326 მანდატის მოპოვებაა სჭირო.
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების თანახმად, კონსერვატიულ პარტიას ხმას ამომრჩეველთა 42% მისცემს, ხოლო ლეიბორისტულ პარტიას - 35%.