„თამარ მეფე" - ფილმის Trailer უკვე გამოჩნდა. კინოსტუდია „ხომლის" მხატრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლი ქართველ მეფეთა ცხოვრების დეტალებზე გვიამბობს.
ფილმის რეჟისორი ლევან ლომაშვილია. სცენარის ავტორი - ნინო სადღობელაშვილი და გურამ მეგრელიშვილი. თამარ მეფის როლს კი მსახიობი ანა მატუაშვილი ასრულებს.
რეჟისორის თქმით, მისი დიდი სურვილია, რომ ფილმი სკოლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოსავით გახდეს, რათა ბავშვებმა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ ვიზუალური თვალსაჩინოებით გაიცნონ თამარ მეფე და მისი ეპოქა.
თამარ მეფის მეუღლეების გიორგი რუსის და დავით სოსლანის როლებს გიორგი მერებაშვილი და გოგიტა ტრაპაიძე ასრულებენ, ფილმში ასევე მონაწილეობენ გივი ჩუგუაშვილი, დარეჯან ხარშილაძე, გიორგი ზანგური და სხვები.
კინოსტუდია „ხომლი" ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალისა შესახებაც ამზადებს ფილმებს.
წყარო: heretifm.com