ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან გამყრელიძე დაინიშნა. საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ოფიციალურად წარადგინა.
ლევან გამყრელიძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
საგამოძიებო სამსახურს ლევან გამყრელიძემდე გიორგი ბადაშვილი ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ბადაშვილი გუშინ მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.