logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ფარისევლობა უფრო დიდი საფრთხეა ქრისტიანობისთვის, ვიდრე მთის ტრადიციები
- +

8 ივნისი. 2017. 17:33


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბოლო რამდენიმე წელია facebook-ზე ტრადიციად იქცა ლომისობიდან საკლავის ფოტორეპორტაჟები, რიტუალის მხეცობასთან და არაქრისტიანულ გადმონაშთად მონათვლა და მსხვერპლშეწირვის აკრძალვის მოთხოვნა.

 

ასეთი შემართება მესმის ვეგეტარიანელებისგან და რამე სექტების წევრებისგან, მაგრამ ხინკლის, ხაშლამის, ჩიხირთმის და ნებისმიერი სხვა ხორცის მჭამელისგან ასეთი გულისამაჩუყებელი „ჰუმანიზმი" არის ჩვეულებრივი ფარისევლობა. ლომისობაზე დაკლული რამდენიმე ასეული ცხვარი გაშფოთებთ? და იმ ხბოზე არ გიფიქრიათ, რა გზა გაიარა თქვენი ჰუმანური ხორციელი იპოსტასის მადის დაკმაყოფილებამდე? ჰოდა, დატკბით, ეს ფოტოები კვების მრეწველობიდანაა. რელიგიური, თუნდაც წინაქრისტიანული ტრადიციების გამასხარავებამდე და სხვების დაცინვამდე, მიდით და ბოიკოტი გამოუცხადეთ ხორცის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და გამყიდველებს!

 

P.s. იარეთ საგვარეულო და სათემო სალოცავებში, შეინარჩუნეთ ტრადიციები, ამით ქრისტიანობას არაფერი დააკლდება. ფარისევლობა უფრო დიდი საფრთხეა ქრისტიანობისთვის, ვიდრე მთის ტრადიციები", - წერს უძილაური.

 

Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/19021338_1379720425442018_153997882_n.png?oh=98116d7db456283383f96a914f640a55&oe=593B5D66

 

 

Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/19021879_1379720468775347_826406004_n.png?oh=8f6270b1c4bd5af222e19a9a400e239d&oe=593B75C9

 

 

Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/19046601_1379720515442009_1581379945_n.png?oh=5512caff1345f5618157ed0f1fac8ec5&oe=593BC16A

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner