logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მიმდინარეობს გამოძიება და ის ბოლომდე მივა
- +

8 ივნისი. 2017. 19:40



„კონსპირაციულად გატაცებული ადამიანი გამოვიდა და საშინელებები ილაპარაკა ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც ყოველმხრივ მხარდაჭერილია, მათ შორის განვითარებული დემოკრატიების მიერ", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარებისა და ბაქოში აღმოჩენის საკითხზე საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ფაქტი საქართველოს იმიჯს საკმაოდ აზიანებს.

„გასაგებია, რომ ადამიანური დაძაბულობა არსებობს, მაგრამ საქართველოს მიმართ არც ჩვენს მოქალაქეს და არც სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს მიზეზი, რომ ესოდენ დამაზიანებელი შეტევა განახორციელოს. გასაგებია, რომ უამრავ სპეკულაციას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ერთი, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და გარკვეული გეგმით მოქმედებენ, რომელიც აბსოლუტურად არანაირად არ ჯდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესში, მაგრამ ჩვენ მათ პრობლემებს ამის გამო არ ვუქმნით. მიმდინარეობს გამოძიება და ის ბოლომდე მივა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner