logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: აშშ აღარ მოითმენს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მოსულსა და რაქას აკონტროლებს
- +

6 აპრილი. 2016. 12:44


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარა ობამამ თეთრ სახლში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ეშტონ კარტერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ აღარ მოითმენს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" ერაყის ქალაქ მოსულსა და სირიის ქალაქ რაქას აკონტროლებს.



ბარაქ ობამამ „ისლამური სახელმწიფოს" განადგურებას პრიორიტეტული ამოცანა უწოდა. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ აუცილებელია ამ მხრივ აშშ-ის სამხედრო მეთაურობასა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. ბარაქ ობამას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს აშშ მოსულისა და რაქას ექსტრემისტებისგან გასათავისუფლებლად.



გავრცელებული ინფორმაციით, აშშ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის გაძლიერებას გეგმავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner