logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მიწასთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც წაადგება ქვეყანას და გაუძლებს დროს
- +

8 ივნისი. 2017. 21:12



„მე პირობას გაძლევთ თქვენ, რომ  კონსტიტუცია იქნება მიღებული, რომელიც დაიცავს ქვეყნის და ხალხის ინტერესს" , -ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ ოპონენტები ხშირად დროს უსწრებენ და კანონის საბოლოო მიღებამდე აკეთებენ დასკვნებს. ხუნდაძის ინფორმაციით ქართული მიწები იქნება კანონით დაცული.


„გაძლევთ პირობას, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი მიიღებს მხოლოდ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას.

 

ოპონენტებმა აჟიოტაჟი ატეხეს პროექტზე მუშაობის პროცესში და დაავიწყდათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას იქ ბევრი დადებითი წერია, თუმცა აპელირება ნეგატიურზე კეთდება, რადგან ეს უფრო გაყიდვადია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც წაადგება ქვეყანას და გაუძლებს დროს", -განაცხადა დიმტირი ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner