logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მირჩევნია ვინმე ქართული გვარის ადამიანს ჰქონდეს მიწა ნაყიდი, ვიდრე არაბებს
- +

8 ივნისი. 2017. 21:15



„ხელისუფლებამ მიწის საკითხი დღეს მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვიტა, ის აჟიტაჟი, რაც მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით იყო ატეხილი გამოჩნდა, რომ საფუძველს მოკლებული იყო" , -ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. ხუნდაძემ კიდევ ერთხელ გაახმოვანა ხელისყუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ ქართული მიწის გაყიდვა იქნება დარეგულირებული.


„ხელისუფლებამ მიწის საკითხი დღეს მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვიტა. „ქართული ოცნება" პირველი, იყო ვინც მიწის უცხოელებზე მიყიდვა აკრძალა, თუმცა ეს შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პირდაპირ გეტყვით მე მირჩევნია, რომელიმე ქართული გვარის მოქალაქეს ჰქონდეს მიწა ნაყიდი, ვიდრე მცხეთის ტერიტორიაზე 35 ჰა გასხვისებული მიწა, რაც არის არაბებზე" , -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner