logo_geo
eng_logo
დუშეთში მდებარე საწარმო გერმანიაში 100 ტონა კენკრის ჩირს გაიტანს
- +

8 ივნისი. 2017. 21:43



კომპანია "იბერია ფრუიტსის" ხელმძღვანელმა კოტე ხურციძემ განაცხადა, რომ დუშეთში მდებარე საწარმო წელს გერმანიაში 100 ტონა კენკრის ჩირს გაიტანს. გერმანიაში გაგზავნილი პროდუქცია ნახევარფაბრიკატია და ის ხელახლა გადამუშავდება.


მისი თქმით, კომპანია გასული წლის სექტემბერში გაიხსნა და შარშანვე მოახერხა 18 ტონამდე პროდუქციის გერმანიისთვის მიწოდება, წელს კი მათი გეგმა 100 ტონამდე ასვლაა.


კომპანია ქაცვის, მოცვის, ასკილისა და ვაშლის ჩირებს აწარმოებს. როგორც კოტე ხურციძე ამბობს, ნედლეულს მთელი საქართველოს მასშტაბით მოიპოვებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner