„მიწის თემა იყო ყველა თაობის და ყველა მთავრობის გამოწვევა ყოველთვის" , -ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ოთარ დანელიამ „tvპირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან განმარტება იმ ჩანაწერზე გააკეთა, რაც კონსტიტუციაში მიწის კანონთან დაკავშირებით დარეგისტრირდა.
„ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების განწყობა იყო იმის ანალოგიური, როგორი ჩანაწერიც გაჩნდა და ვფიქრობ, რომ სწორი და დროული იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.
დღეს საქართველოს მოსახლეობა მიწის კანონთან დაკავშირებით ერთსულოვანია, თუმცა არის ინიციატივა, რაც გულისხმობს მორატორიუმის გამოცხადებას, ეს მოხდება კანონის ამოქმედებამდე" , -განაცხადა ოთარ დანელიამ.