logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ მიიღო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება
- +

8 ივნისი. 2017. 23:04


 

„მითი, თითქოს ინვესტიციებს შეამცირებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის არ მიყიდვა რეალობას არ შეესაბამება", -ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ოთარ დანელიამ „tvპირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. დანელიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა იმ რეალობაშია, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ გამოიტანა ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილება, ამიტომ  კონსტიტუციაში ჩანაწერის გაჩენა,მისვე განმარტებით ერთგვარი პრევენციაა.


„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული, არის დიდი მიმზიდველობა საქართველოს მიმართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგულისხმოა ისიც, რომ იმდენი შეღავათებია გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო კუთხით, რომ ამით ჯობია ისარგებლოს ადგილობრივმა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიწის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ მიიღო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება" , -განაცხაად ოთარ დანელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner