„თქვენ ხართ სამარცხვინო პოლიტიკური პარტიის წარმოამდგენელი" , -ამ რეპლიკით უფლებადმაცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში „ახალი საქართველოს" წარმომადგენელს, პაატა მნაჯგალაძეს მიმართა. გადაცემაში დაწყებული დეპატები მწვავე კამათში გადაიზარდა. მჟავანაძემ ოპონენტს დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი უწოდა.
„თქვენ ხართ დესტრუქციული და სამარცხვინო ძალა, რომელიც ქართველ ხალხთან არ ასოცირდება. თქვენ ქართული მიწის დაცვა „დუგინის ენად" მიგაჩნიათ. თქვენ ხართ უზრდელი და არ გაქვთ მორალური უფლება რამეზე ილაპარაკოთ", -განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.