logo_geo
eng_logo
გიორგი დგებუაძე პატიმრობაში რჩება
- +

6 აპრილი. 2016. 13:00


კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა" თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დაცვის მხარის ორი შუამდგომლობიდან ერთი დააკმაყოფილა და პროცესი გადადო, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა კი არ დაკმაყოფილდა. 


მოსამართლემ დგებუაძის გათავისუფლებაზე უარის მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა, რადგან იგი  თავს არიდებდა გამოძიებას.


გიორგი დგებუაძის სასამართლო პროცესი 17 მაისს განახლდება.


გიორგი დგებუაძე ჰოლანდიაში 2014 წლის ივნისში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს. მისი ექსტრადირება საქართველოში 22 მარტს განხორციელდა.


დგებუაძეს ორი ბრალდება აქვს   - ორი ან მეტი პირის მიერ განზრახ მკვლელობა, რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე - ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (3-დან 8 წლამდე  პატიმრობა).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner