კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მიწის არ გასხვისებასთან დაკავშირებით, უკვე რას არ გაიგებ და წაიკითხავ... ხელისუფლებას შეეშინდა!!! ხელისუფლებას ასე... ხელისუფლებას ისე... კი მაგრამ, არ გვეყოფა ქართველებს ეს ბაქი-ბუქი?! შეეშინდა, აბა რა, შიშისგან ახლაც ხერხემალი უცახცახებს... კარგით რა, კარგით...
ხალხი პატივისცემით უნდა იყოს გამსჭვალული იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც არ ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე!!
ხელისუფლებას კი უნდა უყვარდეს თავისი ხალხი და უსმენდეს მის ხმას!!!
როცა ორივე მხარე მივხვდებით ამას, ე, მაშინ გვეშველება!!!" - წერს ლილუაშვილი.