logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: მიწის არ გასხვისებასთან დაკავშირებით, რას არ გაიგებ და წაიკითხავ...
- +

9 ივნისი. 2017. 00:23


 

კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მიწის არ გასხვისებასთან დაკავშირებით, უკვე რას არ გაიგებ და წაიკითხავ... ხელისუფლებას შეეშინდა!!! ხელისუფლებას ასე... ხელისუფლებას ისე... კი მაგრამ, არ გვეყოფა ქართველებს ეს ბაქი-ბუქი?! შეეშინდა, აბა რა, შიშისგან ახლაც ხერხემალი უცახცახებს... კარგით რა, კარგით...

 

ხალხი პატივისცემით უნდა იყოს გამსჭვალული იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც არ ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე!!

 

ხელისუფლებას კი უნდა უყვარდეს თავისი ხალხი და უსმენდეს მის ხმას!!!

 

როცა ორივე მხარე მივხვდებით ამას, ე, მაშინ გვეშველება!!!" - წერს ლილუაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner