ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლას შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ნიკა გვარამია დაინიშნება ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსად, ხოლო არჩევნების წაგების შემდეგ მას მიენიჭება „ჩორტიკო ზნაეტის" სტატუსი!
ვერაფერს იტყვით, ბრწყინვალე მომავალია გათინეიჯერებული ადამიანისთვის, ცხოვრება ჯერ კიდევ წინაა!" - წერს ზედელაშვილი.