„როიტერის" ცნობით, ევროკავშირი გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებისთვის ტექნიკური ზომების დაწესებას აპირებს.
ამგვარად ევროკავშირის მიზანს მიგრანტების ნაკადის შემცირება და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ევროკომისიის განცხადებით, პარიზსა და ბრიუსელში თავდასხმებმა აუცილებელი გახადა ევროკავშირის საზღვრის გაძლიერება და უსაფრთხოებისა და მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.