„აკრედიტაციის ეროვნული ინფრასტრუქტურა ეს არის ნაწილი ჩვენი ეკონომიკის, რომელიც ხარისხის ეკონომიკის დამკვიდრებას ითხოვს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ აკრედიტაციის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
გახარიას განცხადებით, აკრედიტაციის ეროვნული ორგანო გახდა ევროპის აკრედიტაციის სრულუფლებიანი წევრი, რაც საქართველოს ეკონომიკას დაეხმარება ევროპული ეკონომიკის ინტეგრაციაში.
„აკრედიტაციის ეროვნული ინფრასტრუქტურა ეს არის ნაწილი ჩვენი ეკონომიკის, რომელიც ხარისხის ეკონომიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ აქტიურად ვაწერთ ხელს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენებას. ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება სერიოზული ნაბიჯია ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაციის ევროპულ ინტეგრაციაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამიერიდან საქართველოში გაცემული აკრედიტაციები სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ მოთხოვნებს.