logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: არჩევნების თარიღის გადაწევა ალბათ ყველას გვაწყობდა, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით
- +

6 აპრილი. 2016. 13:27


მმართველი გუნდის წევრი თამაზ მეჭიაურ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

 

პრეზიდენტის პრეროგატივაა არჩევნების დანიშვნა. მთავრობას და პრეზიდენტს, ალბათ, ჰქონდათ კონსულტაციები და მათ თარიღი განსაზღვრეს. ნახევრად ხუმრობით ვიტყვი - თარიღის ცოტა იქით გადაწევა, ალბათ, ყველას გვაწყობდა. გარანტირებული მოხვედრა მომავალ პარლამენტში არავის გვაქვს ერთი-ორი კაცის გარდა, გამომდინარე აქედან, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით. ასე რომ, ამ კუთხით შეიძლება ოპოზიციას დავეთანხმო, რომ ცოტა იქით გადაწევა ჯობდა. მარტო ისინი არ დაზარალებულან ამით. ასევე ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მეორე ტური რამდენიმეში კი არა, ბევრგან იქნება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



მისივე თქმით, საარჩევნო სიის შედგენასთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. „ერთ-ორ გარანტირებულ ადამიანს" შორის თავად არ არის და არც ის იცის, მოხვდება თუ არა „ქართული ოცნების" სიაში. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო სიაში არ მოხვდება, „ადეკვატური რეაქცია ექნება".



საარჩევნო სიის შედგენა ფასეულობების მიხედვით უნდა მოხდეს. წინა კოალიციაში იყო მთავარი, რომ რეჟიმი დაგვემარცხებინა, ამიტომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიქმნა კოალიცია - იყო მერკანტილური მოსაზრებები, რომ ასეთი ფორმაციით არჩევნებში მონაწილეობა, მანდატების მიღების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. დღეს ასეთი ფორმით მონაწილეობა არჩევნებში გამართლებული არ იქნება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნებში ყველამ დამოუკიდებლ უნდა იყაროს კენჭი", - განაცხადა დეპუტატმა.



მისი თქმით, პირადად მას „ვალი აქვს ბიძინა ივანიშვილის, ვინაიდან პარლამენტში მან მოიყვანა".


 

ასე რომ, მე უფრო მეტი ვალი მქონდა იმ კაცთან, მაქვს და მექნება, ვინც იმ სიაში შემიყვანა. ეს ნორმალური არ არის, ამიტომ ვამბობ, რომ მანდატი ყველას უნდა ჰქონდეს არა ვინმეს ხათრით, არამედ მისი დამსახურებებით", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner