logo_geo
eng_logo
პაატა სალია: „რუსთავი 2“-ის დირექტორის შესაძლო ცვლილება ქიბარ ხალვაშის მხარისთვის არაფერს ცვლის
- +

9 ივნისი. 2017. 12:29



ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" საქმეზე გადაწყვეტილების შეჩერების გამო, ქიბარ ხალვაშის, როგოც წილების მესაკუთრის რეგისტრაცია ვერ ხერხდება, ამიტომ „რუსთავი 2"-ის დირექტორის შესაძლო ცვლილება, ხალვაშის მხარის ინტერესებზე გავლენას არ მოახდენს.


„აუცილებელი და საჭიროა, რომ ტელეკომპანიის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრში ცვლილებების ასახვას დაველოდოთ. დირექტორის ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენი მხარის ინტერესებზე, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეჩერების გამო, ქიბარ ხალვაშის, როგორც წილების მესაკუთრის რეგისტრაცია ვერ ხერხდება.

 

მანამდე უფლებამოსილებას ისევ განახორციელებენ ყარამანიშვილები. ჯერჯერობით, ყარამანიშვილები, ტელეკომპანია „საქართველო" და ნატა ნიჟარაძე არიან რეგისტრირებული როგორც პარტნიორები. ეს ადამიანები „რუსთავი 2"-ის წილის რეგისტრირებული მესაკუთრეები არიან და სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

იმ შემთხვევაში თუ მოხდება ბატონი ქიბარ ხალვაშის რეგისტრაცია წილების მესაკუთრედ, ამის შემდეგ შეძლებს ის მიიღოს გადაწყვეტილება მენეჯმენტთან თუ სხვა ფაქტებთან დაკავშირებით", - განაცხადა პაატა სალიამ.


შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner