შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილსა და სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის თათბირი ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„შს მინისტრი დღეს, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირს გამართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.