logo_geo
eng_logo
„დღეიდან მე ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი“ - შს მინისტრმა მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გაათავისუფლა
- +

9 ივნისი. 2017. 13:58


„დღეიდან პირადად მე ვიქნები კურატორი კრიმინალური პოლიციის", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირზე განაცხადა.


როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მისი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც აქამდე აღნიშნულ მოვალეობას ასრულებდა, გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.


„დღეიდან პირადად მე ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი, ყველა იმ დეპარტამენტის, რომელიც რეგიონში და თბილისშია, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის, რომლის კურატორი აქამდეც გახლდით. პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადაყვანილ იქნება კადრების განკარგულებაში. მე ვფიქრობ, რომ თქვენთან ურთიერთობისას შუამავალი არ მჭირდება და მე უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც საპატრულო პოლიციასა და კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს. ის კოორდინაცია, რომელიც აქამდე არსებობდა, უფრო ეფექტური და მჭიდრო იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner