შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს - ლევან მაისურაძე, ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს - კახაბერ ბუხრაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს - ნიკოლოზ გადელია, ხოლო შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს - მიხეილ კალაძე უხელმძღვანელებს.