logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, დაუკავშირდეს სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს
- +

6 აპრილი. 2016. 14:06


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საკმაოდ სახიფათოა მთელი რეგიონისთვის", - ამის შესახებ „სახალხო ხელისუფლების" ლიდერმა ლევან მამალაძემ „რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მამალაძის თქმით, კონფლიქტის ესკალაციისა და მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში, საქართველოც საფრთხის წინაშე დადგება. მისი აზრით, უმჯობესია, საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროცესში მედიატორის როლი შეასრულოს.



„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში ველოდით, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ ინიციატივას გამოიჩენდა. ეს კონფლიქტი, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, არაა გამორიცხული, გაფართოვდეს და საქართველოს შეეხოს. ველოდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაერთვებოდა მოლაპარაკების პროცესში და საშუალებას მისცემდა აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია დაემყარებინათ.  ისინი უნდა მოგვეწვია ჩვენთან; ჩამოსულიყვნენ თბილისში მაღალი თანამდებობის პირები, სამხედრო წარმომადგენლები და ემსჯელათ მოლაპარაკების მაგიდასთან. საქართველომ ეს მისია ვერ შეასრულა; საქართველომ არ გამოიყენა შანსი - აემაღლებინა საკუთარი საერთაშორისო სტატუსი. საქართველოს დღესაც აქვს ამის შანსი, რომ ჩაერთოს კონფლიქტში იმ კუთხით, რომ ხელი შეუწყოს მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმოებას.

 

 

მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, დაუკავშირდეს სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს, მისცეს მათ საქართველოში კომუნიკაციისთვის ახალი სივრცე", - განაცხადა მამალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner