საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირი გამართა და საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი - ალექსანდრე ხვადაგიანი წარუდგინა.
„თქვენ იცით, რომ შს სამინისტროში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ახლა განვლილი პერიოდი ითვლება უფრო სიღრმისეული ანალიზის საშუალებად. ეს მაძლევს მყარ საფუძველს, მივიღო რიგი გადაწყვეტილებები უწყების კიდევ უფრო ეფექტური განვითარების მიზნით. დღეს ჩემი პრიორიტეტია საპატრულო პოლიციის რეფორმა, რათა ის სრულად აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებსა და მოლოდინს, რაც საზოგადოებას, მოქალაქეებს მის მიმართ აქვთ~, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო-სვანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.