ინგლისში, ქალაქ ნიუკასლში ცივი იარაღით შეიარაღებული პირის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანები გათავისუფლებული არიან.
„ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო დანით შეიარაღებული პირი ერთადერთია, ვინც შენობაში დარჩა", - ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციის მონაცემებით, აღნიშნული ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.