logo_geo
eng_logo
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

9 ივნისი. 2017. 15:20



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, გაგი ბუაძესთან და თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად მოინახულა.


აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. გზის რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად  გადაადგილებას შეძლებს. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. ამ გზის რეაბილიტაციას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის.სამუშაოებზე 80-მდე ადამიანია დასაქმებული.


გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მლნ. ლარია, გზის სიგრძე - დაახლოებით 1 კმ. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია  ,,კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს.  მანამდე ერთი ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო ტენდერი ჩაიშალა, რადგან წარმოდგენილი წინადადებები არ აკმაყოფილებდა სატენდერო და დონორის მოთხოვნებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.


წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner