logo_geo
eng_logo
„ლაგუნა ვერედან“ თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება
- +

6 აპრილი. 2016. 14:25


დღეიდან 17 აპრილის ჩათვლით, ღამის 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა „ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე გადაიკეტება.   


შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება. 


ამ პერიოდის განმავლობაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზით: მარჯვენა სანაპიროზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება ვახუშტის სახელობის ხიდის პანდუსით გმირთა მოედნისა და  კოსტავას ქუჩების გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner