დღეიდან 17 აპრილის ჩათვლით, ღამის 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა „ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე გადაიკეტება.
შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება.
ამ პერიოდის განმავლობაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზით: მარჯვენა სანაპიროზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება ვახუშტის სახელობის ხიდის პანდუსით გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩების გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.