logo_geo
eng_logo
ქალთა სახეები „სექსისტყაოსანში“, ანუ „პირველი ქვის“ სინდრომი
- +

6 აპრილი. 2016. 14:54


„დიდად ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ბოლო წერილი, რომელსაც ამ თემაზე ვწერ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მართლა სირცხვილია, ლამის მთელი თვე ერი და ქვეყანა იმ ელემენტარულ აქსიომაზე საუბრობდეს, უნდა იყვნენ თუ არა სახელმწიფოს მმართველ წრეებში უზნეო ადამიანები.

 

 

სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამაზე გაცხოველებული კამათი წამოიწყეს გარკვეულმა ინდივიდებმა თუ ჯგუფებმა და, შეიძლება ითქვას, კახპობის დაცვისა და „გაპრავების" საქმეში ევროპას უკვე კაი შორსაც გავასწარით. ასე რომ, მგონი, აწი, ეგ ბნელი და ჩამორჩენილი ევროპა აქეთ უნდა დაგვეწიოს.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა უამრავი მაგალითი მოიყვანა, უცხოეთში მსგავსი უზნეო ფაქტების გამომზეურების შედეგად ძალიან მაღალი თანამდებობის პირთა გადადგომის შესახებ, ჩვენი საზოგადოების ე.წ. ნაღები ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი დღემდე ჯიუტად ცდილობს კახპობის „გაპრავებას" და მინიმალური ზნეობის მხარეს მდგომ უამრავ ადამიანს უტიფრად სდებს ბრალად „პირადი ცხოვრების თვალთვალის" დანაშაულში თანამონაწილეობას.

დიახ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რაცშეიძლება მძიმე, არაადეკვატური და „ნამუსზე ამგდები" ბრალდებები წაუყენონ ჩვენი საზოგადოების იმ დიდ ნაწილს, რომელიც, ბუნებრივია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გადამღებ-გამავრცელებლებთან ერთად, ამ წარმოუდგენელ უზნეობაში მონაწილე პირების სამთავრობო თანამდებობებიდან ჩამოშორებას მოითხოვს.

ყურადღება მიაქციეთ, მე განგებ გავუსვი ხაზი, რომ ამას ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ითხოვს. არადა, ქართულ ტელევიზიებს და იქ კომენტარების გამკეთებელ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მოფემინისტკო დემაგოგებს თუ მოვუსმენთ, „ქართველი საზოგადოება ერთხმად დგას მყარპოზიციაზე, რომ არავის პირადი ცხოვრება არ აინტერესებს!" - აი, ამის დახატვა სურს რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომლებიც, ალბათ, გასაგები მიზეზების გამო, ერთგვარ სულიერ ნათესაობას გრძნობენ უზნეო და მრუშ სახელმწიფო მოღვაწეებთან.

ანუ ისინი ცდილობენ, ერთგვარად „ნამუსზე ააგდონ" საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი და რამენაირად ჩააგონონ მათ, რომ „ვინმეს პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა" ძალიან ცუდი საქციელია, ამიტომ ასე უტიფრად ასაღებენ საკუთარ პოზიციას „მთელი ქართველი საზოგადოების" პოზიციად!

არადა, გინდ სოციალურ ქსელებში, გინდ საქალაქო ტრანსპორტში, გინდ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილას, მართლა უდიდესი ნაწილი უკვე მთელი თვე ხმამაღლა გამოხატავს ერთადერთ ჯანსაღ პოზიციას: „როდესაც ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს სადავეებს ვანდობთ გარკვეულ ინდივიდებს, დიახაც, გვაინტერსებს მათი პირადი ცხოვრება, მათი ზნეობრივი ღრებულებები და დიახაც, გვაქვს კიდეც ამ ადამიანების პირადი ცხოვბრებისთვის თვალყურის ფხიზლად დევნების უფლება! თუ ვინმეს ძალიან თავისუფალი და უკონტროლო პირადი ცხოვრება სურს, კეთილი ინებოს და ჩამოშორდეს სახელმწიფო დაწესებულებებში უმაღლეს თანამდებობებს!"

აი, ეს არის მართლა ერთიანი და ურყევი პოზიცია ქართველი საზოგადოებისა და, რაც უნდა უტიფრად ეცადოს მავანი, თავისი მახინჯი მსოფლმხედველობა და უზნეო პოზიცია ქართველ ხალხს თავს მოახვიოს, ეს საბოლოოდ მაინც ფუჭი და კრახისთვის განწირული მცდელობაა!

თუმცა, გასაკვირი რაღაა, როდესაც ზოგიერთი კახპის „გამპრავებელი" ე.წ. ცნობადი სახე იქამდეც კი მიდის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების „მსხვერპლებს" და მათთან ერთად საკუთარ თავსაც, არც მეტი - არც ნაკლები, ბიბლიურ პერსონაჟებთან, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით მარიამ მაგდალინელთანაც კი აიგივებს.

მაგალითად, ამ ფაქტების შესახებ თავისი აზრების გამოთქმისას ხსენებულ „ცნობად სახეთა" შორის ყველაზე აქტუალური ფრაზაა „პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია!".

იესო ქრისტეს ამ სიტყვებს ისე უაზროდ იყენებენ, გაოცებისგან შეიძლება პირიც დააღო.

მაგალითისთვის შემოგთავაზებთ ციტატას ტელეკომპანია „იმედის" ერთ-ერთი ტელესახის - ნუკი კოშკელიშვილის „ბრძნული" და „გამამხნევებელი" მიმართვიდან, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ჩაგრულ „მსხვერპლთა" მიმართ:

„ქალბატონო იქს! ყველგან ვკითხულობ, ვერ გადაიტანთო, რა საშინელებააო... დაიკიდეთ!!! ქვა ისროლოს იმან, ვისაც უარესები არ უკეთებია. ყველას გვაქვს სექსი და, რაც უფრო მრავალფეროვანი, მით უფრო გვეამაყება!!! უბრალოდ, საჯარო არ უნდა იყოს!!! ვინც ეს გამოაქვეყნა, აი, ის არის ნაძირალა და მას უნდა რცხვენოდეს! იმედი მაქვს, ყველა მეგობარი, ნათესავი და ახლო ადამიანი გვერდში გიდგათ და გამშვიდებთ. თუმცა დასამშვიდებელი არაფერია. ყველაფერი ხდება".

აი კლასიკური ნიმუში იმისა, რატომ არ უნდა იყოს გაუნათლებელი, უტვინო, უპასუხისმგებლო და, პირდაპირ ვიტყვი, ჩლუნგი ადამიანი არც ერთ სფეროში „ცნობადი სახე".

ხომ იოლი შესაძლებელია, მოზარდი გოგონებიდან, რომლებიც აი, ამ ტუტუცს ყოველდღე ეკრანებზე უყურებენ, არაერთისთვის იგი „იდეალი" იყოს, მას ჰბაძავდეს და მის აზრებსაც სერიოზული გავლენა ჰქონდეს მოზარდის ფსიქიკაზე?

უამრავი შემთხვევა ვიცი, როდესაც მსოფლიოში ცნობილმა „ფეისებმა" უნებურად ჩადენილი არასწორი საქციელისა თუ მიუღებელი გამონათქვამის გამო თაყვანისმცემელ მოზარდებს საჯაროდ მოუხადეს ბოდიში.

შორს რომ არ წავიდეთ, ახლახან, როდესაც კიევში ცნობილი ქართველი მსახიობის - მიშა მესხის სააფთიაქო ნარკომანიისკენ მიდრეკილების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა, მსახიობმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში მის თაყვანისმცემელ მოზარდ მაყურებელს და მიმართა, რომ მისი საქციელი იყო ძალიან ცუდი.

არადა, მიშა მესხი ზოგიერთმა მართლა ლამის ოთხში ამოიღო - ქვეყანა და სამშობლო შეარცხვინაო! ეს მაშინ, როდესაც მიშა, მისივე თქმისა არ იყოს, არც პრეზიდენტია, არც მინისტრი და არც ელჩი, რომ მისი ცუდი საქციელი ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებდეს!

დიდად „ჰუმანისტი" და „ბრძენი" კოშკელიშვილი კი რას ქადაგებს?

განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს: „დაიკიდე", „ყველას გვაქვს სექსი", „მრავალფეროვანი", „გვეამაყება", „ყველაფერი ხდება"...

ანუ მეუღლის, ოჯახის, ზნეობის ღალატის გაუბრალოების „მერე რა მოხდას" განზომილებაში გადატანის უტიფარი მცდელობა!

და ამ უტიფრობის პიკი - თურმე ეს „ყველას მოსდის", უბრალოდ, „არ საჯაროვდება"!

ხედავთ? ეს თავხედი, ტუტუცი პირდაპირ შეურაცხყოფს ყველას, საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს! მისი ამ უტიფარი განცხადებით, თურმე მსგავს უზნეობას სჩადის ყველა! უბრალოდ, მთავარია „არ გასაჯაროვდეს", ანუ, ცნობილი ჟარგონით რომ ვთქვათ, „გაბაზრება" ყოფილა პრობლემა, თორემ ისე, იბოზეთ, გადაუარეთ თავზე თქვენს მეუღლეებს, რა პრობლემაა?!

და, როგორც ზევით აღვნიშნე, ყველაზე „ეფექტიანი არგუმენტი" - „პირველი ქვა იმან ისროლოს..."

არ ვარ დარწმუნებული, ნუკისნაირმა ტუტუცმა, საერთოდ იცოდეს, რომ ეს იესო ქრისტეს სიტყვებია. უფრო მგონია, სადღაც კახპების „სასტავში" ყური აქვს მოკრული და საკუთარი ინტერპრეტაციით იმეორებს - პირველი ქვა იმან ისროლოს, ვისაც უარესები არ უკეთებიაო!

ქრისტესავით ერთგვარი მოკრძალებით კი არა - ვინც საერთოდ უცოდველი ხართო, არა! -ვისაც უარესები არ გიკეთებიათო!

ანუ, თქვენ, ყველა, ვინც სახელმწიფო ჩინოსნებისგან მინიმალური ზნეობის დაცვას ითხოვთ, არათუ უბრალოდ უცოდველი არ ხართ, არამედ ამ კადრებში ასახულ სიტუაციებზე „უარესებიც" კი გიკეთებიათ, უბრალოდ, „არ გაგბაზრებიათ" და ეგ არის, გაიგეთ?

სრულიად საქართველოს, ყველა ქართველი ქალის უშვერი ლანძღვის უკეთეს ნიმუშს ვერც კი „ინატრებ"!

ნუკისა და ნუკისნაირებისთვის, ალბათ, არც იმის შეხსენებას აქვს აზრი, რომ ქრისტემ იმ მრუშ დედაკაცს, რომელსაც ქვით ჩაქოლვას უპირებდნენ, უთხრა: „წადი და აღარ შესცოდო!" და არა ის, რასაც ეს ჩვენი თანამედროვე კახპების მადიდებლები მოუწოდებენ - მერე რა, თუკი იბოზე, თუკი იმრუშე, თუკი უღალატე! ვის არ მოსვლია, კაცო, ეგ?! წადი და კიდევ „იგულავე", რამდენიც გინდა, მაგრამ ეცადე, არ „გაგიბაზრდეს"!

დიახ! ამ თანამედროვე ქართველ მარიამ მაგდალინელებს ავიწყდებათ: მაგდალინელი იესომ იმიტომ მიიღო და შეიყვარა, იმიტომ დაუდგა შემწედ, იმიტომ აპატია, რომ იგი მწარე სინანულში იყო ჩავარდნილი(!).

თორემ, აბა, წარმოიდგინეთ მარიამ მაგდალინელი, რომელიც გაიძახის: „დიახ! მქონდა მაგარი და მრავალფეროვანი სექსი! დღესაც მაქვს! მომავალშიც მექნება და ვამაყობ ამით!"

შენდობას ვითხოვ ამ გაუგონარი მკრეხელობის გამო, რომელიც ახლა დავწერე, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ეს არის დღევანდელი ქართველი „მაგდალინელების" სახე!

არც მონანიება, არც პატიების თხოვნა, არც ოდნავი სინდისის ქენჯნა! პირიქით - სრული უტიფრობა, უზნეობის „ჩვეულებრივ ამბად"" გასაღების მცდელობა, მომავალში კვლავ უზნეოდ ცხოვრების „მშვიდად" გაგრძელების მოწოდება და ამ დროს მაგდალინელობა და მარიტობა სურთ.

არც ის ადარდებთ, რომ მაგდალინელი კაცობრიობისისტორიაში, კახპობის კი არა, მონანიების სინონიმია, ხოლო მარიტა, ღალატის კი არა, - დიდი, ლამაზი, მაგრამ მოტყუებული და გაყიდული სიყვარულისა.

ჰოდა, ჩვენც, ასე უადგილოდ და არაადეკვატურად ციციკორეებად მონათლულებმა, თურმე ხმა უნდა ჩავიგდოთ და ვუყუროთ, როგორ ირგებენ ეს კახპები წმინდანებისა და იდეალური ლიტერატურული გმირების როლებს...

აი, ასეთია დღევანდელ საქართველოში „ქალთა სახეები სექსისტყაოსანში"...

იმასაც კი მოვესწარით, რომ ცნობილი ჟურნალისტი ქალის პოლიციელი შვილი, და თანაც გოგო, პარლამენტარ მამაკაცს „მუხლზე გადამტვრევით" ემუქრება, ხოლო ქალი თავდაცვის მინისტრი მას ტაშს უკრავს და აქეზებს!

მგონი, ნორმალური ადამიანისთვის განმარტება არც სჭირდება იმას, რომ ამ შემთხვევაში მიზეზს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყოველივე ეს წარმოუდგენელი სიმახინჯეა.

მინდა, გამოვეხმაურო იმათაც, ვინც ეს დღეები პრეტენზიას გამოთქვამდა, - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემა საქილიკოდ და სალაზღანდაროდ აქციესო, და დაბეჯითებით აპროტესტებდა ამას...

ხომ არ იცით, ვინ და რამ განაპირობა ამ თემის ასე სალაზღანდაროდ ქცევა? ისევ თქვენ ხომ არა, პატივცემულო ჟურნალისტებო, პოლიტიკოსებო, ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო?

ნაცვლად იმისა, რომ სერიოზული, დაფიქრებული, გაწონასწორებული განცხადებები გაგეკეთებინათ, პირდაპირ ვიტყვი, მართლა გოიმებივით და ქაჯებივით დაიწყეთ ტელეეთერში თქვენი „მაგარი", „მდიდარი", „მრავალფეროვანი" სექსით „მარიაჟობა"...

დღემდე ამ ტონში განაგრძობთ ამაზრზენ ქაჯობას და საზოგადოებისგან რას ელით, გარდა ყბისმოქცევისა?!

მინდა, აუცილებლად ისიც აღვნიშნო, რომ „ქალთა სახეები" საქართველოს „პრადვინუტ ელიტაში" მხოლოდ ასეთი უტიფარი კახპობით არ ხასიათდება. „ნათელ წერტილად" შეიძლება განვიხილოთ ლალი მოროშკინას ირონიული განცხადება:

„არა რა, ჩემი საშველი არ იქნება. სამჯერ გათხოვილი რომ ხარ და პაწა კიდევ „ხვოსტიკი" მოგყვება, კი უნდა გაკმინდო ხმა და მიესალმო ახალ დროებას, რომელიც „ნი ტო ჩტო" შენს ცხოვრებისეულ ხარვეზებს, არამედ სრულიად პოლიტელიტას „აპრავებს"! ჩემი სალამი ქმრიან მეძავებს! თანამდებობაზე მსხდომ კახპებს!"

ჩემი აზრით, ეს ირონია სინამდვილეში სწორი, მართალი და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიმუშია!

ლალი მოროშკინა საკუთარი, ალბათ, არავისზე ნაკლებად „მდიდრული" სექსუალური ცხოვრებით საჯაროდ კი არ „მარიაჟობს", არამედ ამას „ცხოვრებისეულ ხარვეზებს" უწოდებს და საკუთარ თავს „ხმა უნდა გაკმინდო"-თი მიმართავს!

აი, ამიტომ აქვს კიდეც ამის მერე იმ სამართლიანი ირონიის უფლება, რომლითაც „თანამდებობაზე მსხდომ კახპებს" მიმართავს... გამგებმა უნდა გაიგოს ...

თუმცა, ვფიქრობ, კახპების „გამპრავებელი" ე.წ. ელიტარების შეგონება უიმედოა. მიუხედავად ამისა, მოდი, მათ მაინც შევახსენებ ერთ ამონარიდს ჩვენი კლასიკოსი მწერლის კლასიკური ნაწარმოებიდან და ამ პუბლიკაციის დასკვნაც ეს იყოს:

„რეზიდენტებს აგენტებად ვინ ჰყავთ? რა ხალხია-მეთქი? - ვკითხე.

- ძირითადად, მოღალატე ცოლები! აქა-იქ, მოღალატე ქმრებიც...

- ერთგულებმა დააშავეს რამე?

- სრულიად არაფერი, მაგრამ ისინი, ძირითადად, შინ სხედან, ბავშვებს უვლიან, მოღალატე ცოლები კი ლაპარაკის ჟინის მოსაკლავად დღეში ოთხ-ხუთ ოჯახს მოივლიან ხოლმე, -თქვა ზარანდიამ.

- ქარაფშუტა ხალხია, მათზე დაყრდნობა განა შეიძლება?

- გრაფ, მოღალატე ცოლების ასეთი საქციელი, ქარაფშუტობით კი არა, იმ პრაქტიკული სურვილით აიხსნება, რომ გამუდმებით იყვნენ კურსში, რამდენად დაცულია მათი საიდუმლოება!

ამაში ზარანდია მართალი იყო - ღალატის გამხელის შიშით გადმობირებული ცოლები ნებისმიერ აგენტურულ დავალებას ბეჯითად შეასრულებდნენ და ჟანდარმერიასთან კავშირს თვით წმინდა ინკვიზიციის წინაშეც არ აღიარებდნენ.

- სულ რამდენი ჰყავთ თქვენს რეზიდენტებს ასეთი აგენტი?

- ას ოცდაცამეტი, თქვენო ბრწყინვალებავ!

- ას ოცდაცამეტი დედა! მათი, ალბათ, ოთხასი-ხუთასი შვილი! ღმერთო ჩემო..." (ჭაბუა ამირეჯიბი „დათა თუთაშხია").


ბაკურ სვანიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner