ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ სააპელაციო სასამართლოს მიერ „ფილიპ მორისისა" და" ბრიტით ამერიკან ტობაკოს" საქმეზე გამოტანილი განაჩენის კომენტარებისას განაცხადა, რომ პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებით საქართველოში სასამართლო 18:50:03 სისტემამ სწორი ფუნქციონირება დაიწყო.
„სააპელაციო სასამართლომ დაიცვა ბიზნეს ინტერესები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის მესიჯი ბიზნესისათვის, რომ სასამართლო სისტემა, თუ ხარ მართალი, დაიცავს სიმართლეს. ბევრი კომპანია უცხოელი იურისტებიდან დაწყებული, დიპლომატებით დამთავრებული, ყველა აკვირდებოდა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც დღეს მიიღეს.
სასამართლოს გადაწყვეტილება ასეთი რომ არ ყოფილიყო, რაღაც პერიოდში ძალიან სერიოზული უხერხულობა ექნებოდა თვითონ ბიზნესს, რადგან როცა ბიზნესი მართალია და სასამართლო შენ სიმართლეს იცავს, ეს უკვე ძალიან საამაყო და იმედისმომცემია", - აცხადებს თემურ ჭყონია.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც შპს „ფილიპ მორის საქართველო" და სს „ფილიპ მორის ეს.ეი" სრულად გათავისუფლდნენ 92 მილიონამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.