logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: არ შეიძლება, ქვეყანამ წინასაარჩევნო რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცხოვროს
- +

6 აპრილი. 2016. 14:56


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე გამოცემული განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შედის.



კანონიდან გამომდინარე, თქვენ იცით, რომ უნდა იყოს შეზღუდვები, როცა წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ, მაგრამ არ შეიძლება, ქვეყანამ წინასაარჩევნო რეჟიმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცხოვროს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ჩვენ ამ ვადაში უნდა ვიყოთ შეზღუდული, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ადმინისტრაციები იმ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდნენ, რომ მიმდინარე პრობლემებსაც ვერ გადაწყვეტენ", - განაცხადა გედევან ფოფხაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner