logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სააკაშვილი არჩევნების წინ ვერ დაუშვებდა გუნდში საეჭვოდ მოთამაშე ლიდერის ყოფნას
- +

10 ივნისი. 2017. 03:42


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კი ბატონო, შეიძლება ასეთი ინტერპრეტაციაც მივცეთ: გვარამია გაიქცა, „რუსთავი 2" თავისუფალია! შეგვიძლია, მაგრამ...

 

რეალურად თუ შევხედავთ, ამ აჟიოტაჟს რამდენიმე დატვირთვა აქვს:

 

1. კვლავ შეიქმნა ე.წ. სკანდალის საფუძველი, რომელსაც ნაცები აუცილებლად გამოიყენებენ, ოღონდ საჭირო დროს და ცხადია საჭირო ინტერპრეტაციით.

 

2. ა. თამარ ჩერგოლეიშვილმა თითქმის ერთი წლის წინ, „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა საკმაოდ სერიოზული განცხადება, რომელსაც მაშინ თითქმის არანაირი რესონანსი არ მოჰყვა: - „რუსთავი 2"-ის გარდა კიდევ არსებობს სხვა მედიასაშუალება, რომელსაც შეუძლია თავის თავზე აიღოს „თავისუფალი სიტყვის" ფლაგმანის ფუნქცია.

 

ბ. ისმოდა მოსაზრებები, რომ გვარამიამ მიშას უგანა და ბოკერიას მხარეს გადაინაცვლაო, რაც თუნდაც „კომედი შოუს" ე.წ. ხუმრობებშიც ისმოდა, მაგრამ ვანო ჯავახიშვილის ბოლო მონოლოგში, ბოკერიას აშკარად შეახსენეს ცუდი წარსული და დეპუტატობაც დააყვედრეს.

 

საინტერსოა სად წავა გვარამია? „ტაბულაში", თუ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსად, რაც პირადად მე სრულ აბსურდად მიმაჩნია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გვარამიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის არანაირი რესურსი და გამოცდილება არ გააჩნია. აი „ტაბულაში" მისი გადაბარგება, „რუსთავი 2"-იდან საკმაოდ საინტერესო კონტიგენტის გადასვლას გამოიწვევს, რაც „რ2"-ისთვის დანაკარგი, ხოლო ბოკერიასთვის საკმაოდ კარგი შენაძენი იქნება.

 

3. სააკაშვილი არჩევნების წინ ვერ დაუშვებდა მის გუნდში საეჭვოდ მოთამაშე ლიდერის ყოფნას. მითუმეტეს რომ სააკაშვილის მთავარი მიზანი არა არჩევნების მოგება, არამედ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრებაა.

 

ასევე არის ერთი საკმაოდ საინტერესო შეკითხვა: იმ ხუთ მილიონს, რომლითაც ნიკა გვარამია ცდილობდა „რუსთავი 2"-ის ნამდვილი მფლობელების „დაშანაჟებას", რომელიც ვითომდა მისთვის მოხსნის შემთხვევაში უნდა გადაეხადათ, ვინ გადაუხდის?

 

კიდევ არის რამდენიმე აუცილებლად დასაფიქრებელი თემა, მაგრამ:

 

1. რამდენად საინტერესოა ეს ფართო საზოგადოებისთვის?

2. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ნიკა გვარამიას..."- წერს გაბრიჭიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner