logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: ასეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს...
- +

6 აპრილი. 2016. 15:06


რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებამ - არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, კითხვები გააჩინა. როგორ ჩაატარებენ „რესპუბლიკელები" საარჩევნო კამპანიას მაშინ, როცა კონკურენცია პარტნიორობის პირობებში იქნება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრა. მისი თქმით,  საქართველომ უკვე მიაღწია იმას, რომ კოალიციური მთავრობა ჰყავს ქვეყანას. პირველად საქართველოს ისტორიაში მთავრობაში ორი პარტია მონაწილეობს.


„ჩვენ ისე ვაპირებთ მოქცევას, როგორც იქცევა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა კონტინენტზე, რომლის ნაწილიც გვგონია თავი. ევროპული პოლიტიკური კულტურა ასეთია: იქმნება კოალიცია, კოალიციაში შედიან პარტიები, მაგრამ ეს პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გადიან და იმ პერიოდში, როცა საარჩევნო ციებ-ცხელებაა, მთავრობა მუშაობას კოალიციურ რეჟიმში აგრძელებს. საქართველომ უკვე ხომ მიაღწია იმას, რომ კოალიციური მთავრობა ჰყავს ქვეყანას. პირველად საქართველოს ისტორიაში მთავრობაში ორი პარტია მონაწილეობს. ასეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, ეს პირველი შემთხვევაა. პარტიები „ქართული ოცნება" და „რესპუბლიკელები" შესანიშნავად თანამშრომლობენ მთავრობაში და პრობლემები არ ყოფილა. ასე რომ, ჩვენ ევროპული ნაბიჯები უკვე გადავდგით, როცა შევთავაზეთ კოალიციას არჩევნებამდე შენარჩუნება და ამავე დროს კონკურენცია უკვე არჩევნებში. ეს ნორმალურია და შესაძლებელი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner