ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება). უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სპორტსმენის „facebook"-გვერდზე გავრცელდა
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.