logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ყატარს მოუწოდებს, შეწყვიტოს ექსტრემისტული იდეოლოგიის დაფინანსება
- +

10 ივნისი. 2017. 11:16


 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპ ყატარს მოუწოდებს, შეწყვიტოს ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსება.


სამწუხაროდ, ყატარი ისტორიულად დაკავებული იყო ტერორიზმის დაფინანსებით ძალიან მაღალ დონეზე. მე რექს ტილერსონთან, ჩვენს გენერლებთან და სამხედროებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ დადგა დრო, ყატარს მოვუწოდოთ, შეწყვიტოს ექსტრემისტუ იდეოლოგიის დაფინანსება", - განაცხადა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ ტერორიზმის დაფინანსება.


არ დავასახელებ სხვა ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ ჯერ ეს პრობლემა არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ მას აუცილებლად გადავწყვეტთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner