logo_geo
eng_logo
დევიდ სატერი: პუტინი სიმართლის მთქმელი ადამიანი არ არის, არც მისი რეჟიმი ამბობს სიმართლეს
- +

10 ივნისი. 2017. 11:49



ჟურნალისტმა, რუსეთის ექსპერტმა დევიდ სატერმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბევრ რამეს ამბობს, ის სიმართლის მთქმელი ადამიანი არ არის, არც მისი რეჟიმი ამბობს სიმართლეს.


რუსეთის გაგება არ არის ადვილი საქმე. ეს არის ქვეყანა, რომელიც საკუთარი ღირებულებებით მოქმედებს. მე ხშირად ვამბობ, იმისათვის, რომ გაიცნო რუსეთი, დაუჯერებლის უნდა გჯეროდეს. შედეგად, ხელს არა რუსული პროპაგანდა გვიშლის, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ძნელია, არამედ ჩვენი საკუთარი შეზღუდვები.

პირველ რიგში, არ უნდა გააზვიადონ, თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია რუსულ პროპაგანდას. ყველაზე დიდ ზიანს ჩვენ ვაყენებთ საკუთარ თავებს. რუსები ახერხებენ იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან დაგვაპირისპირონ. რეალური საფრთხე სწორედ ეს არის და არა ის, რომ რუსები ასეთი საოცრად ჭკვიანები არიან. ეს ასე არ არის", - განაცხადა დევიდ სატერმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner