ძლიერი წვიმა და სეტყვა გორში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზები წყლით დაიფარა. სეტყვამ გორის ტერიტორიაზე ძირითადად ვაზი დააზიანა.
რაც შეეხება გორის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ზარალთან დაკავშირებით თვითმმართველობაში ინფორმაცია არ შესულა.