„ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ყატარელ ძმებს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმას განაცხადა.
„დღემდე მე არ შემიმჩნევია, რომ ყატარს ტერორიზმისთვის მხარდაჭერა გაეწია. ამიტომაც ჩვენ განვაგრძობთ ყატარისთვის ყოველგვარი დახმარების გაწევას", - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე მიმართა საუდის არაბეთს და მოუწოდა, ყატარს სანქციები მოუხსნას.
„მინდა, მივმართო საუდის არაბეთის მთავრობას: თქვენ რეგიონის ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო ხართ. თქვენგან ძმობის სიგნალი უნდა მოდიოდეს", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.