logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილმაც დააფინანსოს
- +

6 აპრილი. 2016. 15:19


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ პარტიების შემოწირულობათა მიხედვით, „ქართული ოცნება" მეხუთე ადგილზე გავიდა.


მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" საარჩევნოდ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც დააფინანსოს.



არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილმაც დააფინანსოს, ვერ გეტყვით, არ ვერევი მსგავს საქმიანობაში. მაგრამ ნაკლებიც რომ ჰქონდესქართულ ოცნებას" დაფინანსება, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, რადგან გვინდა თუ არა, სახელისუფლებო რესურსი მაინც არის უკვე ისეთი უპირატესობა, რომელიც დაფინანასების გარეშეც გაძლევს ფორას.

ვინც დასაქმებულია, ის ცდილობს, თავის არსებულ სიტუაციას დაუჭიროს მხარი. სულ რომ არავინ უთხრას, მას რყევები არ სჭირდება. სულ რომ არ მისცეს არავინ ფული, არავინ დაავალოს, ეს კანონიერი, მაგრამ მაინც უპირატესობაა. ქართულ ოცნებას" ალბათ საარჩევნოდ ფული ექნება, თუმცა, ცოტაც საკმარისია", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner