logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: ყველაფერი არსებული მდგომარეობით უნდა შეფასდეს
- +

10 ივნისი. 2017. 12:40



„სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ" კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი ოთარ დანელია  კანონპროექტისა და უცხოელებზე მიწის გასხვისების შეზღუდვის შესახებ „ვერსიას" ესაუბრა.


„დაინტერესებულმა პირმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინვესტიციო წინადადებით უნდა მიმართოს; უნდა წარადგინოს ინვესტიციების დამადასტურებელი გარანტია, ასევე ბიზნესგეგმა, რომელშიც დეტალურად გაიწერება, როგორ აპირებს ინვესტიციის განხორციელებას. ამის შემდეგ სრული ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებაში უნდა წარადგინოს; ეს უკანასკნელი მოსახლეობასთან შეთანხმების შედეგად, დადებით ან უარყოფით რეკომენდაციას გასცემს... საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.

 

ყველაფერი არსებული მდგომარეობით უნდა შეფასდეს. დღეს, 45-დან 50 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობაში არცერთი მსხვილი ინვეტიცია არ განხორციელებულა! ვიღაცას რომ ბაღები და სხვადასხვა მრავალწლოვანი კულტურები აქვს გაშენებული, რაც არაერთხელ ახსენეს კონტრარგუმენტად, ამის პასუხად შეგახსენებთ, ჩვენ გვაქვს სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალი", რომლის ფარგლებშიც, საქართველობა ნერგებს 70%-იანი სუბსიდირებით იღებს, გვაქვს პროგრამა „აწარმოე საქართველოში", ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა", წარმატებით ხორციელდება პროგრამები კოოპერატივებისა და გადამმუშავებელი მრეწველობისთვის, რომლებშიც საკმაოდ ბევრი საშეღავათო პირობებია ჩადებული. ამ პროგრამების ფარგლებში, სრულიად შესაძლებელია, რომ მთელი კაპიტალდაბანდება, რაც ათვისებადია სექტორში, მაქსიმალურად ადგილობრივი რესურსით, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განხორციელდეს. ბოლო წლებში, სახელმწიფომ ამისთვის ყველა პირობა შექმნა, სექტორში მიმდინარე რეფორმების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასი ხუთჯერ გაიზარდა..." - განაცხადა ოთარ დანელიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner