მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძვირფასებო! ეროვნული სასახლის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი! სასახლე იყო, არის და ასე იქნება ყოველთვის ბავშვების!!!დეზინფორმაციას ვინ და რატომ ავრცელებს, ვის აწყობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თავად განსაჯეთ! სასახლის განახლების პროცესში მთელი სასახლის გუნდია ჩართული! დაიგეგმა და გრძელდება პროექტების განხორციელება! ვიცით, რომ უახლოეს დროში რესტავრაციის საკითხიც გადაწყდება! ყველაფერი მაგრად იქნება... მადლობა ყველას, ვინც სასახლის და ამ საქმის გულშემატკივარია!!! მადლობა ასობით კოლეგას, მედიას და რაც მთავარია - ათასობით მოსწავლეს, მადლობა მშობლებს და მხარდამჭერებს!!!" - წერს თიკა რუხაძე.