logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: უმაღლესი განათლების დიპლომი ყოველთვის მაღალი კომპეტენციის დასტურად არ გამოდგება
- +

10 ივნისი. 2017. 14:20



აუდიტის სამსახურის კვლევების მიხედვით - 2 000 მასწავლებელს, რომლებიც ძირითად საგნებს ასწავლიან, უმაღლესი განათლება არ აქვს. ასევე, კვლევის მიხედვით, იმ სტუდენტების 40%-მა, რომლებმაც უნივერსიტეტებში გრანტები აიღეს, ბაკალავრის საფეხური საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრეს. გახდება თუ არა  ეს საფუძველი სახელმწიფო გრანტების სისტემის გადახედვის, რამდენად საგანგაშო მაჩვენებელია და აქვს თუ არა ადგილი კანონის დარღვევას, ამ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა.


დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ინფორმაცია სიღრმისეულად არის გასაანალიზებელი. დიდი განსხვავებაა იმაში, ეს ადამიანები პროფორიენტაციას ასწავლიან, საბუნებისმეტყველო საგნებს თუ ფიზკულტურას. მეორე, სამწუხაროდ, უმაღლესი განათლების დიპლომი ყოველთვის მაღალი კომპეტენციის დასტურად არ გამოდგება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ 2000 ადამიანს შორის, რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვთ, შესაძლებელია, იყვნენ კარგი პედაგოგებიც და მათ შორის, ვისაც დიპლომი აქვთ - ცუდი პედაგოგები. შესაბამისად, სისტემა ისე უნდა მუშაობდეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხოლოდ დიპლომს არ ეყრდნობოდეს და სწორედ ამაზე გვაქვს მსჯელობა რეფორმის განვითარების პროცესში", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner