logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით საბოლოოდ ვიტყვით: ნახვამდის, რუსეთის იმპერია
- +

10 ივნისი. 2017. 15:14


ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებით საბოლოოდ ვიტყვით: ნახვამდის, რუსეთის იმპერია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკო განაცხადა.


მისი თქმით, ზოგიერთი ელოდა, რომ უკრაინას არაფერი გამოუვიდოდა.


ჩვენ ახლა ვიწყებთ შეუქცევად ცვლილებებს. Back in the USSR (უკან სსრკ-ში) ახლა მხოლოდ „Beatles"-ის მოსმენისას გაიგებთ. არასოდეს უკრაინა არ დაბრუნდება საბჭოთა კავშირში, ვინაიდან, ჩვენ ამაყი, თავისუფალი და დემოკრატიული ერი ვართ. ჩვენ ევროპული ხალხის ოჯახში ვბრუნდებით. ამაყი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით. უკრაინა NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანდება. არავინ და არაფერი შეგვაჩერებს", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


შეგახსენებთ, რომ 11 ივნისიდან უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner