logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სოფლებში ეროვნული სასწავლო გეგმა დანერგილი არ არის…
- +

10 ივნისი. 2017. 16:32


საქართველოს განათლების სისტემაში სერიოზული პრობლემებია. მასწავლებლები, რომლებიც ძირითად საგნებს ასწავლიან, უმაღლესი განათლება არ აქვთ; მოსწავლეთა მოსწრება საშუალოზე დაბალია; წლევანდელ საატესტატო გამოცდებზე კი 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა; სწავლების დონე სოფლისა და ქალაქის სკოლებში განსხვავებულია. რა პრობლემების წინაშე დგას განათლების სამინისტრო და რა გზებით აპირებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, ამ თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა.


სოფლებში ეროვნული სასწავლო გეგმა დანერგილი არ არის... ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმა 2016 წელს დავამტკიცეთ. ერთია, რომ ქაღალდზე დავწერეთ და ბეჭედი დავარტყით და მეორეა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება 2000 სოფელშია მისატანი და სასწავლებელი. ჩვენ გვჩვევია, რომ გუშინ გეგმა დავწერეთ და გვგონია, რომ ხვალ შედეგი უნდა დადგეს. ეს სისტემა ასეთი არ არის. მაგალითად, 60 000 მასწავლებელს სანამ კარგად აუხსნი, როგორ მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიდგომა, წლები გავა. ამ მიმართულებით უნდა ვიაქტიუროთ", - განაცხადა ჯეჯელავამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner