ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი საგარეჯოს რაიონს მიაყენა.
სეტყვის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გიორგიწმინდას. ამ დროის მონაცემებით, განადგურებულია სახნავ-სათესები და ვენახები.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, მობილიზებულია მუნიციპალური მობილური ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.