logo_geo
eng_logo
ლევან მაყაშვილს აშშ-ის სასამართლომ გირაო შეუფარდა
- +

10 ივნისი. 2017. 18:21



ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მის ქმარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.


როგორც თათა შავლაყაძე ამბობს, თანხის შეტანა დაგვიანდა და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი გათავისუფლება. ის გირაოს ოდენობას არ აკონკრეტებს.


გირაოს შეტანა გვიან მოხდა და რადგან პარასკევი იყო, გამოშვება ვერ მოესწრო, ამიტომ ლევან მაყაშვილს ორშაბათს გაათავისუფლებენ", - განაცხადა თათა შავლაყაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner