რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყატარის კრიზისი გალფის ქვეყნებთან ერთად დიალოგით უნდა გადაიჭრას.
ლავროვის თქმით, ოფიციალური მოსკოვი მზად არის მონაწილეობა მიიღოს არაბულ ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური დაძაბულობის მოხსნაში.
მისი თქმით, კრიზისი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოგვარდეს.
ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ მუჰამედმა არაბულ ქვეყნებთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.